აშშ-რუსეთი

პატრუშევი: რუსეთმა ამერიკა, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა

ნიკოლაი პატრუშევი
ევგენი ბიატოვი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან, Российская газета-სთან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა.

"ჩვენი მრავალსაუკონოვანი კულტურა ეფუძნება სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის, ვინც დახმარებას სთხოვს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მცველია. თავად აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამჯერად შტატებისთვის დახმარება, შეინარჩუნონ მთლიანობა, შეუსაბამო იქნება". – თქვა პეტრუშევმა ინტერვიუში. 

პატრუშევმა ამავე ინტერვიუში გააჟღერა მუქარა, თითქოს რუსეთს საკუთარი "უნიკალური იარაღით" ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის აშშ-ს განადგურებაც შეუძლია.

"ისტორიის გაკვეთილების დავიწყების გამო, დასავლეთში უკვე განიხილავენ რევანშს, რომელიც რუსეთზე სამხედრო გამარჯვებამდე მიიყვანთ. ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია. რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს საკუთარი უპირატესობით. მაგრამ გააჩნია თანამედროვე, უნიკალური იარაღი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის, მათ შორის აშშ-ს განადგურებაც შეუძლია, თუ მის (რუსეთის) არსებობას საფრთე შეექმნება". – თქვა პეტრუშევმა.

კომენტარები