ვლადიმირ კარა-მურზა

კარა-მურზას ადვოკატი: მას პოლინეიროპათია დაუდგინდა, ამ დიაგნოზით ის უნდა გაათავისუფლონ

ვლადიმირ კარა-მურზა

რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის თქმით, პოლიტიკოსს პოლინეიროპათია დაუდგინდა და ასეთი დიაგნოზით ის უნდა გაათავისუფლონ.

პროხოროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლინეიროპათიის დიაგნოზი იმ დაავადებების ჩამონათვალში შედის, რომლებიც სასჯელის მოხდის არიდებას ითვალისწინებს. ამავდროულად, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ ექიმების მიერ დიაგნოზის დადასტურების შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც სამედიცინო კვლევების შედეგად მიიღეს.


რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა. რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

ამასთან ერთად, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. სსკ-ის 207-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას სამიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

კომენტარები