განათლების სამინისტრო

კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილედ გელა გელაძე წარადგინა. ის ვალერიან გობრონიძეს შეცვლის.

განათლების სამინისტროს ცნობით, გელა გელაძე კურატორობას გაუწევს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე, მანდატურის სამსახურს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

"გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს" - აცხადებს სამინისტრო.

გელა გელაძე 2018 წლიდან მანდატურის სამსახურის უფროსი იყო, 2016-2018 წლებში კი - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი. იქამდე, 2012-2016 წლებში გელაძე პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2010-2012 წლებში კი - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილისას.

კომენტარები