შალვა რამიშვილი

ჯაფარიძე: ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე, ხელმოტეხილ ჟურნალისტზე რატომ არაფერი თქვა?

დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს, კაცო? სასამართლოს მიმართონ, სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის... მე არაფერს არ ვაპირებ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სასამართლომდე ასე აპრიორი ადამიანის გამტყუნება, რომ გინდა თუ არა ასე იყო, არის ჩემთვის მიუღებელი. 

65 ქალიც რომ იყოს [ბრალმდებელი], სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ ვისაუბროთ. ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე, სხვათა შორის... ჟურნალისტი რომ არ დაიცვა მეორე [ნათია ბერიძე], ხელი რომ აქვს მოტეხილი, იმაზე რატომ არაფერი არ თქვა? 

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ივანიშვილის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც POSTV-ის 52%-ის მფლობელია. 

კომენტარები