ირანი-რუსეთი

WSJ: რუსეთი დრონების სანაცვლოდ ირანს კიბერ იარაღს აწვდის

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთი ირანს კიბერ იარაღს, მათ შორის ციფრულ სათვალთვალო დანადგარებს, შედარებით იაფი დრონების სანაცვლოდ აწვდის. დრონებს რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშის მიტანისთვის იყენებს. 

WSJ აშშ-სა და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობამ ინტენსიური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანი დათანხმდა, უპილოტო თვითმფრინავების გარდა, რუსეთისთვის მცირე რადიუსის რაკეტები, ტანკები და საარტილერიო იარაღიც გაეგზავნა.

"რუსმა ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ირანთან სამხედრო კავშირების გაძლიერების უპირატესობა ყოველგვარ ნაკლოვანებებს აღემატება". - აღნიშნავს WSJ. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანის კიბერ მომსახურების მთავარი მიმწოდებელი რუსული კომპანია PROTEI-ია, რომელსაც კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აქვს.

კომენტარები