თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

პრემიერი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი უსამსახუროდ არ დარჩება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩება.

"მინდა, მოკლედ გითხრათ, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ბატონი ზურაბ აზარაშვილი ახალ ხედვას, პრეზენტაციას წარმოადგენს. რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა და მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა. არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და საკუთარი ხელფასის გარეშე არ დარჩება. საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავამყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელს შევინარჩუნებთ". - თქვა ღარიბაშვილმა.

21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინოცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და  მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

კომენტარები