აშშ-ჩინეთი

კისინჯერი: მეორე ცივი ომი, სავარაუდოდ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის, ბევრად საშიში იქნება

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი პენტაგონში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 2016 წლის 9 მაისი.
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის თქმით, მეორე ცივი ომი - სავარაუდოდ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის, ბევრად საშიში იქნება, ვიდრე პირველი. 

ყოფილი სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ორივე ქვეყანას ერთნაირი ეკონომიკური რესურსები აქვს, რაც ასე არ იყო 1940-იანი წლებიდან 90-იანებამდე საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. კისინჯერის თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ქვეყნები მტრებად იქცნენ, მათ შორის დაპირისპირება უფრო მწვავე იქნება. 

კისინჯერის თქმით, მცდარია გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩინეთის ვესტერნიზაცია შესაძლებელია. 

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანგ იმ სექტემბერში კისინჯერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის "ახალი ცივი ომის" დაწყება კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატები დაუბრუნდეს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. 

კომენტარები