რუსეთ-ჩინეთი

პუტინი: რუსეთი და ჩინეთი არ ქმნიან სამხედრო ალიანსს

SCMP
"რუსეთი და ჩინეთი არ ქმნიან სამხედრო ალიანსს". – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
 
პუტინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებობს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალეა.
 
"დიახ, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ყველაფერი გამჭვირვალეა და არანაირი საიდუმლო არ არსებობს". – თქვა პუტინმა.
 

ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი რუსეთს 20 მარტს ეწვია, რა დროსაც იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაგრძელებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინფინგმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობები არ არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის, ბლოკის ან კონფრონტაციული ხასიათის და ამასთან, არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

კომენტარები