რუსეთ-ჩინეთი

პუტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, მხარეები სამხედრო თანამშრომლობას მიესალმებიან

Reuters

კრემლში 16 აპრილს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს ლა შინფუს შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს და მიესალმნენ სამხედრო თანამშრომლობას რუსეთსა და ჩინეთს შორის, რომლებსაც ერთმანეთისთვის "ულიმიტო" პარტნიორობა აქვთ გამოცხადებული.

გასულ თვეში რუსეთში პუტინთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებდა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.

რუსეთი და ჩინეთი აღრმავებენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კავშირებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ათიათასობით სამხედრო გაგზავნა უკრაინაში შეჭრისთვის, 2022 წლის თებერვალში.

სი ძინპინი: მზად ვართ, რუსეთთან ერთად მსოფლიო პოზიტიური განვითარების გზაზე გადავიყვანოთ

კომენტარები