რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა სამხედრო ძალებმა ქალაქ ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს

25 მარტს რუსული სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ხერსონს და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. 

"წუხელ, დონეცკის ოლქში, კოსტიანტინივკაში რუსული არმია თავს დაესხა თავშესაფარს, ე.წ "უძლეველობის ცენტრს," სადაც საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო რესურსების მარაგი ინახება მოქალაქეების დასახმარებლად. დღეს რუსულმა არტილერიამ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა ხერსონში. თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე: 41 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი". - წერს პროკუდინი Facebook-ზე. 

23-24 მარტის ღამით რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად კოსტიანტინივკაში ხუთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა მოხდა ე.წ "უძლეველობის ცენტრზე," სადაც მოქალაქეებისთვის საჭირო რესურსების მარაგი ინახება. 

კომენტარები