რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ბახმუტისთვის ბრძოლა სტაბილიზდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარალის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ბრძოლა უკრაინული ქალაქისთვის, ბახმუტისთვის,  რომლის აღებას რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა, სტაბილიზდება. ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინული ჯარების ძალისხმევა რუსეთს აჩერებს.

"ფრონტზე ბრძოლა ყველაზე მძიმეა ბახმუტის მიმართულებით [...] თავდაცვის ძალების განუზომელი ძალისხმევის გამო, ჩვენ ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას." - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, გასული ზაფხულის შემდეგ ბახმუტში 20,000-დან 30,000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა.

მიუხედავად წარმატებისა, სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბახმუტს მცირე სტრატეგიული ღირებულება აქვს და ქალაქის მნიშვნელობა ახლა სიმბოლურია.

25 მარტს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის თავდასხმა ბახმუტზე ძირითადად შეჩერდა. მიზეზად სამინისტრომ რუსული ძალების "უკიდურესი დასუსტება" დაასახელა და დასძინა, რომ რუსეთმა თავისი ოპერატიული აქცენტი ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით გადაიტანა.

კომენტარები