ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული რადიკალური, ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები - ნაცმოძრაობის, გირჩი - მეტი თავისუფლების, ფრანკლინის კლუბის, ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათ ჰქონდათ პოლიციაზე თავდასხმის მცდელობები. კარგად ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა.
tbl.ge/6bcz
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




