ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. მე არ ვარ ჩართული პარტიის მენეჯმენტში, მაგრამ ჩანს რომ [მერაბიშვილი] ერევა. ვანო მერაბიშვილის განცხადებები, რომელიც შარავანდედივით წამოადგა ამ პარტიას, ეს არის სრულიად ძველი პარადიგმა. ძველი პარადიგმით ეს პარტია ვერ იმოქმედებს. ერეოდა თავმჯდომარის არჩევნებში, რა თქმა უნდა. საწყენი იყო მისი განცხადება უკრაინასთან მიმართებაშიც. [...] ვერ აუკრძალავ ვერავის სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ თუ მერაბიშვილს სურს საჯარო პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ უნდა გაბედოს და მოვიდეს. თუ ეს შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, ეს არის ძველი პარადიგმა, რაც არ იმუშავებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დეკანოიძე მერაბიშვილზე: თუ შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, ეს არ იმუშავებს
tbl.ge/6bcu
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში. მან განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი ოცნებას: ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება
- ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის
- ბეჟაშვილი: პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, სააკაშვილთან კონსულტაციები გვექნება
- ხაბეიშვილი: მიხარია, რომ ნაციონალური მოძრაობა დაუბრუნდა 2003 წლის იდეალებს
- დეკანოიძე: სააკაშვილმა პარტიიდან წამოსვლაზე ეთერიდან გაიგო, ემოციური წერილიც გამომიგზავნა