ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს.
საქართველოს პარლამენტი
ნაკაიძე კობახიძეზე: გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, მუსლიმების დაცვა მძიმე რეპუტაციაა
tbl.ge/6bc8
დაკოპირდა

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია, დეტალებში ვერ შევალ. არ მინდა და არ განვმარტავ, უხერხული, სენსიტიური თემაა. როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის გასაგები".
22 მარტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძეს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




