მასწავლებლები საქართველოში

რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში – CCIIR

მასწავლებლები საქართველოში

რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში – CCIIR

2023 წლის თებერვალში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ ბიულეტინში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლების მახასიათებლებია განხილული. კერძოდ, მასწავლებლები ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში. ამასთან, კვლევა მასწავლებელთა კადრების ცვლილების პერსპექტივებსა და განათლების პროგრამების მახასიათებლებს მოიცავს.

მასწავლებელთა რაოდენობა

2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში მასწავლებლების რაოდენობა 56 116-ია, საიდანაც 51 325 საჯარო სკოლის მასწავლებელია, ხოლო 4 791 - კერძო სკოლის. კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა ყველაზე დიდი რაოდენობაა თბილისსა (12 382) და იმერეთში (8671). მასწავლებელთა შედარებით ნაკლები რაოდენობა კი რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაშია. 

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006-2007 წლიდან დღემდე, სკოლის მასწავლებლების რაოდენობა 14 043 ინდივიდით არის შემცირებული. თუმცა, სხვადასხვა წლის განმავლობაში, მასწავლებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა - მაგალითად, 2009-2010 სასწავლო წელი მასწავლებლების რაოდენობის მატებით, ხოლო მომდევნო, 2010-2011 წელი კი მკვეთრი შემცირებით ხასიათდებოდა, როდესაც მასწავლებლების რაოდენობა 8000-ზე მეტით შემცირდა. 

კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად მასწავლებელთა რაოდენობა 2016-2017 წლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, 22.7%-ით შემცირდა. ყველაზე ნაკლებად კი თბილისში, სადაც რაოდენობამ  მხოლოდ 5.7%-ით დაიკლო. მასწავლებელთა რაოდენობა უფრო მეტად რუსულენოვან (20.7%-ით), აზერბაიჯანულენოვან (16.9%-ით) და სომხურენოვან სკოლებში (14.2%-ით) შემცირდა, ვიდრე ქართულენოვან (11.2%) სკოლებში.

მასწავლებლები გენდერულ ჭრილში

დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლების რაოდენობა საქართველოს სკოლებში 56 116-ია, ქალი მასწავლებლების წილი კი 88%-ზე მეტია. 

სავალდებულო საგნების მიხედვით, მამაკაცების განსაკუთრებით მცირე წილი უცხოური ენის მიმართულებით გხვდება. ამასთან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მამაკაც მასწავლებელთა წილი 1.9%-ია, ხოლო ინგლისური ენის მამაკაც მასწავლებელთა წილი - 2.1%. ამავდროულად, ყველაზე მეტი მამაკაცი მასწავლებელი შემდეგ საგნებს ასწავლის: 

ხოლო, ყველაზე ცოტა მამაკაცი ასწავლის შემდეგ საგნებს:

 

მასწავლებელთა ასაკობრივი კატეგორია/მასწავლებლები ასაკობრივ ჭრილში

საქართველოში მასწავლებლების კორპუსი 2022-2023 წლებში ასაკობრივად შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

მიუხედავად საპენსიო ჯილდოს პროგრამისა, 30 წლამდე მასწავლებელთა ხვედრითი წილი მასწავლებელთა საერთო რაოდენობაში, 2016-2017 წელთან შედარებით შემცირებულია. დინამიკა ცვალებადია 2018-2020 წლებში - 2020 წლიდან 60 წელს ზევით მასწავლებელთა ხვედრითი წილი მატულობს და ამავდროულად, 30 წლამდე მასწავლებელთა ხვედრითი წილი მცირდება.

მასწავლებელთა საშუალო ასაკიც 2016-2017 წლებთან შედარებით გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ 2018-2020 წლებში შეინიშნება საშუალო ასაკის კლება, რაც საპენსიო ჯილდოს პროგრამასთან არის დაკავშირებული. თუმცა, შემდგომ წლებში დინამიკა კვლავ მზარდია. შესაბამისად, 7-წლიან დინამიკაში მასწავლებელთა საშუალო ასაკის დინამიკა მზარდია და დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49.97 წელს შეადგენს. 

საშუალო ასაკის მიღმა, მნიშვნელოვანია, რომ 70 წელს ზევით მასწავლებელთა რაოდენობა 2 776-ია. ეს კი, მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს.

TALI-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, OECD-ის ქვეყნებში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 44 წელია, ხოლო ინგლისში მასწავლებლები საშუალოდ 39 წლისები არიან. 

მასწავლებელთა ასაკი რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განხვავდება და მერყეობს 46.9 წლიდან (სამცხე-ჯავახეთში) 53.04 წლამდე (გურიაში) შუალედში. მაღალი ასაკის მასწავლებლები გურიის გარდა, შედარებით დიდია აფხაზეთში, კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში.

2019-2020 წლებში, იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც პირველად ჩაატარეს გაკვეთილი სკოლებში, 3 672-ია. ასაკობრივ ჭრილში კი ასეთი განაწილება გვაქვს: 

ყველაზე მაღალი ასაკით ხასიათდება რუსულენოვანი სკოლები, მაღალია ასაკი ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებშიც. შედარებით დაბალია მასწავლებელთა საშუალო ასაკი სომხურენოვან, უკრაინულენოვან და სხვა უცხოენოვან სკოლებში.

მასწავლებელთა საშუალო ასაკი საგნების მიხედვითაც მკვეთრად განსხვავდება და 41 წლიდან თითქმის 56 წლამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი ფიზიკის მასწავლებლებს (55.6) აქვთ. მაღალია აგრეთვე მეორე უცხო ენის (54.2), რუსულისა (55.3) და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის (53.9), ქიმიის (53.8), გეოგრაფიის (52.5) ბიოლოგიის (52) და მათემატიკის (52.5) მასწავლებელთა საშუალო ასაკი, ხოლო ყველაზე დაბალია ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საშუალო ასაკი (42.0). 

60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების მასწავლებლები (ფიზიკა - 38%, ქიმია - 33%; ბიოლოგია - 28,4%, აგრეთვე - მათემატიკის საგნის მასწავლებლების 29% 60 წელს აღემატება; მაღალია ეს მაჩვენებელი გეოგრაფიის მასწავლებლებშიც). თუკი 50 წელს ზევით სურათს გავაანალიზებთ, კიდევ უფრო ნათლად ჩანს სხვადასხვა საგანში კადრების მომზადების აუცილებლობა. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 73.80% ორმოცდაათ წელს ზევით მასწავლებლებითაა წარმოდგენილი; ქიმიაში ეს მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს, მათემატიკაში - 64.10%-ს, გეოგრაფიაში - 61.5%-ს. სხვა სავალდებულო საგნების მასწავლებლებშიც 50 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა ხვედრითი წილი 50%-ს უახლოვდება ან აჭარბებს. გამონაკლისია ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები, სადაც 50 წლამდე მასწავლებელთა ხვედრითი წილი მაღალია. ინგლისური ენის მასწავლებელთა 82.4% 50 წლამდე ასაკისაა.

კადრების ცვლილების პერსპექტივები და მასწავლებელთა განათლების პროგრამების მახასიათებლები 

მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე არსებული ვითარება შეუსაბამოა მასწავლებლების საგნობრივ-ასაკობრივი სტრუქტურისათვის. თუკი მასწავლებელთა განათლების 60-კრედიტიან პროგრამების 2016-2021 წლების სტატისტიკას გავაანალიზებთ, ნათელია, რომ ეს პროგრამები უმეტესად ინგლისური ენის მომავალ მასწავლებლებს ამზადებს (საერთო რაოდენობის 29%) და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 20.5%). ამ დროს, როცა მოქმედი ინგლისური ენის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 41.9 წელია, ხოლო 50 წელს ზევით მასწავლებელთა რაოდენობა - სულ 924. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი (ფიზიკა 55.6 წელი, ქიმია, 53.8 წელი), მხოლოდ მიზერული რაოდენობის მასწავლებლები მზადდება (ფიზიკა - 26 სტუდენტი, ქიმია - 34 სტუდენტი).

მასწავლებელთა განათლების 60-კრედიტიან პროგრამებზე სტუდენტთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით 2016-2021 წლებში

კომენტარები