შალვა რამიშვილი

რამიშვილი ამტკიცებს, რომ ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში რეიტინგის გამო ამხილეს

POSTV-ს წამყვანი შალვა რამიშვილი გადაცემაში სამნი & Co მის წინააღმდეგ წაყენებული სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს. რამიშვილი ამტკიცებს, რომ ქალებმა ის სექსუალურ შევიწროებაში POSTV-ს მაღალი რეიტინგის გამო ამხილეს.

"ყველა ოპოზიციური არხის ეთერში გავიდა ეს. ახლა, რატომ არის სასქესო ორგანო ჩემთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რეიტინგი, მეორე ადგილზე ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენი გავლენა და წონა ამ პროცესში იზრდება და საჭირო გახდა დაბულინგება, ჩემი არა, მე ჩემი ნერვები დავტოვე ციხეზე. [...] ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ეს ბულინგი და შეიმინგი ჩემზე და არც POSTV-ზე არ მოქმედებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ ხდება ეს". – ამბობს რამიშვილი.

გუშინ, 20 მარტს შალვა რამიშვილი სექსუალურ ძალადობაში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ დაადანაშაულა. 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა - გვანცა ბუდაღაშვილმა.

კომენტარები