ბოკერია: პროტესტით შეამცირებ რეჟიმის ზარალს, მაგრამ შეუძლებელია მისი ბუნების გარდაქმნა

რა შეიცვალა ამ კანონზე პროტესტისას? რა ვნახეთ განსხვავებული? ჩვენ ვნახეთ მკაფიო, ცალსახა და ერთიანი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოების, ენჯეოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ამ გზავნილში არ იყო საუბარი დიალოგზე და ყველას პასუხისმგებლობაზე, გზავნილი იყო მარტივი - ეს კანონი და ჩვენი ევროპული, პროდასავლური მომავალი არის შეუთავსებელი. სწორედ საზოგადოების იმ ნაწილში დავინახეთ რღვევა, რომლებიც აქამდე ეგუებოდა თან პროდასავლურ მომავალს და თან ქართულ ოცნებას. ჩვენ დავინახეთ ცნობილი და უცნობი ადამიანები, რომლებიც აქამდე არ თვლიდნენ საგანგაშოდ ამას, ეს დაინახა რეჟიმმა.

მაგრამ, ერთი უკიდურესობა, სკეფსისი და დეპრესია გადაიქცევა ხოლმე ეიფორიაში და ჩვენ დღეს ვართ საფრთხის წინაშე, რომ იგივე მახეში აღმოვჩნდეთ. მე უკვე მოვისმინე ბევრი კარგი ადამიანისგან, რომ თუ ჩვენ შევძელით ამ კანონზე ასეთი ძალის დემონსტრირება, ჩვენ ვაიძულებთ რეჟიმს, რომ გაატაროს ის ცვლილები, რომლებიც საჭიროა დასავლეთში ინტეგრაციისთვის. ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა. პროტესტით შეიძლება შეამცირო ზარალი დეპრესიული და ავტორიტარული პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის, მაგრამ შეუძლებელია ბუნების გარდაქმნა, თუ ჩვენ დღეს კვლავ ვერ შევძლებთ, რომ მთელი ეს ფართო კოალიცია იყოს ერთიანი ამ თანმიმდევრულ, მარტივ სიმართლეში, რომ მარტო ეს კანონი კი არა, ესეთ რეჟიმი და ჩვენი პროევროპული მომავალი არის შეუთავსებელი, არანაირი გვერდის ავლის გზები არ არსებობს. 

[...] რა გვანახა ამ პროტესტმა? გარდა იმისა, რომ გვაქვს საფუძველი ვიყოთ ევროპული ქვეყანა. გვანახა ის, რომ სხვადასხვა პარტიებს არ აქვთ ლეგიტიმაცია ოპოზიციური ამომრჩევლისაც კი, იმ ხალხის, ვინც იყო შეკრებილი რუსთაველზე. ბევრი პარტია ვიმსახურებთ, სხვადასხვა დოზით, ამ ‘საყვედურს’, მაგრამ საკითხის ასე დასმა რომ მოდის ახალი თაობა [მოდის, რაც კარგია] და ეს პოლიტიკური პარტიები არის ცუდი - სახიფათოა, ვინაიდან ცვლილების მისაღწევად საჭიროა ამ ენერგიის ქცევა საარჩევნო პოლიტიკური მხარდაჭერის ენერგიად.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს ლიდერებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ კრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე რედისონ ბლუ ივერიაში.

კომენტარები