რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი სი ძინფინგს: ზეწოლა მოახდინეთ პუტინზე, რათა უკრაინის სუვერენიტეტს პატივი სცეს

Kevin Dietsch/Getty Images

თეთრი სახლი ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

გარდა ამისა, კირბიმ აღნიშნა, რომ სი ძინფინგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ უნდა დაელაპარაკოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები ამას, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებიან". – აღნიშნა კირბიმ. 

აღსანიშნავია, რომ სი ძინფინგი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს ქვეყნის გარეთ ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

კომენტარები