ქართული ოცნება

პაპუაშვილი: საქართველოში პოლარიზაციაში თავიანთი წვლილი საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ

ვწუხვარ, ეს შემთხვევა სხვა დროსაც იყო და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ, რომ, ერთი მხრივ, საუბრობდნენ, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და, მეორე მხრივ, დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით თუ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია.

ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როდესაც ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ ასევე საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავიანთი წვლილი. ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები