აშშ-რუსეთი

"უშუალოდ ჩართულნი არიან კონფლიქტში ჩვენს წინააღმდეგ" – პესკოვი შავ ზღვაში აშშ-ს დრონებზე

კრემლის პრესპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შავ ზღვაზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენა რუსეთთან კონფლიქტში აშშ-ის უშუალო ჩარევის ნიშანია. 

"საკმაოდ აშკარაა, რას აკეთებენ ეს თვითმფრინავები და მათი მისია სულაც არ არის მშვიდობიანი მისია საერთაშორისო წყლებში გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეალურად კი საუბარია ამ დრონების ოპერატორების უშუალო ჩართულობაზე კონფლიქტში ჩვენს წინააღმდეგ". - თქვა პესკოვმა.

აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით, 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. 

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დრონი საკუთარი "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა და მათი თვითმფრინავი აპარატს არ დასჯახებია.

CNN-ის ინფორმაციით, დრონის ჩამოგდების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა შეინიშნება და შესაძლოა ისინი უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების ძებნასა და წყლიდან ამოღებას ცდილობენ.

მარკ მილის შეფასებით, დრონის ნარჩენების ამოღება ძალიან რთული იქნება, რადგან წყლის სიღრმე 1219-1524 მეტრია.

"დაახლოებით 7:03-ზე ერთ-ერთი რუსული Su-27 MQ-9-ის პროპელერს შეეჯახა, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებს MQ-9-ის საერთაშორისო წყლებში ჩამოგდება მოუწია. შეჯახებამდე რამდენჯერმე, Su-27 MQ-9-ს ასხამდა საწვავს და მის წინ დაუფიქრებლად დაფრინავდა, გარემოს შეუსაბამო და არაპროფესიონალური ქცევით. ეს ინციდენტი არაუსაფრთხო და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების გენერლის, ჯეიმს ბ. ჰეკერის თქმით, MQ-9 რუტინულ ოპერაციებს ატარებდა, როცა მას შეეჯახა რუსული თვითმფრინავი, რომელიც კინაღამ ასევე ჩამოვარდა.

კომენტარები