საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი: ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაიკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა". - წერია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მოძრაობა კი გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.

დეპერტამენტის განცხადებით, ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

კომენტარები