საქართველოს მოქალაქეობა

ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 375, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 375 ადამიანს მიენიჭა, მათგან 3 297 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 78 – უკრაინის.

ინფორმაცია ტაბულას სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ მიაწოდა. სტატისტიკის წყარო იუსტიციის სამინისტროა.

მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ წელში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ არ დააკმაყოფილა ან განუხილველად დატოვა რუსეთის მოქალაქეების 2 959 განაცხადი, ხოლო ჯერ კიდევ განიხილავს 1 344 განაცხადს. სულ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი რუსეთის 7 860-მა მოქალაქემ გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, თითქმის ნახევარი (1 666 პირი) საქართველოს ყოფილი მოქალაქეა.

რაც შეეხება უკრაინას, საქართველომ სულ 192 განაცხადი მიიღო, მათგან არ დაკმაყოფილდა, შეჩერდა ან განუხილველად დარჩა 70 განაცხადი.

იუსტიციის სამინისტრო

 

კომენტარები