ქართული ოცნება

კალაძე: მერაბიშვილმა ვინ უნდა გადააბრუნოს? ფიქრის შესაძლებლობა და უნარები არ აქვს

მერაბიშვილმა ვინ უნდა გადააბრუნოს? არც ფიქრის შესაძლებლობა აქვს, არც ფიქრის უნარები აქვს. რა უნდა გადაატრიალოს მერაბიშვილმა ან ხაბეიშვილმა? 

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული - შენ შეგიძლია, რაღაც გარკვეული საკითხებით გამოხვიდე, რაღაც ფორმით გააპროტესტო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა მოაწყოს, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე იმედთან ინტერვიუში ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე. 

კომენტარები