რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი მებრძოლებს PORNHUB-ზე ეძებს

პორნოგრაფიულ საიტ Pornhub-ზე რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის რეკლამა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებზე დაყრდნობით Telegram-ზე რამდენიმე არხი ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, რეკლამის ნახვა მხოლოდ რუსეთიდან და რეკლამების ბლოკირების პროგრამების გარეშეა შესაძლებელი. თავად ვიდეოში ქალი მომხმარებლებს მიმართავს, რომ ვაგნერის ჯგუფი მეომრებს მთელი რუსეთის მასშტაბით ეძებს და "პორნოგრაფიის ყურებისგან სიამოვნების მიღების ნაცვლად, მომხმარებლებმა ვაგნერში უნდა დაიწყონ მუშაობა".

როგორც აღმოჩნდა, ვიდეორგოლის ბოლოს მითითებული ნომერი მართლაც ვაგნერის ჯგუფის რეკრუტერებს ეკუთვნით.

გასულ თვეში პრიგოჟინმა ფაქტობრივად აღნიშნა, რომ, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, ან "უფრო მაღლა" ვაგნერისთვის პოტენციური მარცხის გადაბრალებას გეგმავდნენ და ამიტომაც არ აწვდიდნენ საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას.

ასევე, ISW 12 მარტის ანგარიშში წერს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, "შეშფოთებულია" პრიგოჟინის პოლიტიკური ამბიციებით გასული წლის ოქტომბრიდან. პუტინმა, სავარაუდოდ, შეაჩერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი თავდასხმა პრიგოჟინზე, მაგრამ სანაცვლოდ გაზარდა თავდაცვის სამინისტროს გავლენა. ამ გზით კრემლი დაემუქრა პრიგოჟინს, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე გაძლიერებული კრიტიკით, ვაგნერის ჯგუფსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი გააღრმავა.  

ISW: სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვა შეეცდება, პრიგოჟინზე შური იძიოს

კომენტარები