მე არ ვიცი, რომ უკრაინის სიყვარულში ან უკრაინაში გაკეთებულ საქმეში საერთოდ ვინმე შემეჯიბროს. არ მაინტერესებს მისი განცხადებები, არ მგონია, რომ იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა დგანან და იდგნენ, აინტერესებდეთ მისი განცხადებები. ასეთი განცხადებები აზიანებს ძალიან სერიოზულ საპროტესტო განწყობას, როდესაც პროპაგანდას ვაძლევთ საკვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა გაითავისოს ყველამ. პროპაგანდას რაც აძლევს საკვებს, ყველაფერი მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი განცხადებები - ლაკონიური და მოკლე, თუ რასთან გვაქვს საქმე.
tbl.ge/6b45
დაკოპირდა

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე. მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ენმ-ის ყოფილი ხელმძღვანელობა პრაქტიკულად არ რეაგირებდა უკრაინის ომზე".
ამავე თემაზე
- შევქმნით "რეფორმატორთა საბჭოს", აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი
- თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე




