ენმ

ენმ მერაბიშვილზე: პირად მოსაზრებებზე სპეკულაცია პარტიის დისკრედიტაციის მცდელობაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, მერაბიშვილი ენმ-ს გულშემატკივარია, თუმცა მათ პოზიციებს არ ახმოვანებს და მის განცხადებებზე "სპეკულაციურ მსჯელობებს" პარტიის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამენ.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.

ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია "ენმ" აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.

კიდევ ერთხელ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი. 

კომენტარები