ენმ

დოლიძე მერაბიშვილზე: მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს

მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინაში არსებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, არაფერში აღარ ჯდება. რამდენჯერ ვიყავით ჩასული, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ. როგორ არ რცხვენია,  ტყუილებს რომ ამბობს. 

ახალ მენეჯმენტს მივმართავ - 90% ხომ ჩვენთან ერთად იყვნენ? თვითონ ისაუბრონ, მე მხარე ვარ, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს მერაბიშვილთან მიმართებაში. იმდენად დამაზიანებელია საერთო საქმეში და იმდენად დაუფიქრებელ თუ ძალით, შეგნებულად ნაფიქრ ტყუილებს იძახის, ძალიან ცუდი როლი აქვს ამ პროცესებში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ ამ ადამიანს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმისთვის. 

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე. 

კომენტარები