Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 35-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია. ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის 26-ე პოზიციიდან 35-მდე ჩამოქვეითდა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, ესენია:
- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა);
- მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა);
- რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
- საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო “ზომიერად ღია” ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მეორეს - შვეიცარია, მესამეს კი - ირლანდია. ბოლო ადგილებს ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და კუბა ინაწილებენ.