საქართველოს საპატრიარო

საპატრიარქო მღვდელ სპირიდონზე: სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა

15 მარტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 14 მარტს პარლამენტთან ქოც-ორკების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

განცხადებაში წერია, რომ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედი სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას.

"მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი." - წერია განცხადებაში.

14 მარტს პარლამენტის წინ ორკ-ქოცების მიერ გამართულ აქციაზე პუტინისტმა მღვდელმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარაკლისი გადაიხადა.

"მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - ამის შესახებ პუტინისტმა მღვდელმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტთან, ორკ-ქოცების აქციაზე, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით თქვა. 

"ძალიან შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, რომ ამ სიწმინდის გვერდით მამათმავლობის "ტრიაპკა" არის ჩამოკიდებული, იყო ჩამოკიდებული მამათმავლობის "ტრიაპკა". და ეს არ ეკადრება საქართველოს ეს "ტრიაპკა", არ ეკადრება და მალე დადგება ეს დრო, როცა ეს "ტრიაპკა" თავის სანაგვე ყუთში გადავარდება საბოლოოდ" - თქვა მან, რის შემდეგაც, ორკ-ქოცებმა პარლამენტთან აღმართულ ჯვარზე საქართველოს დროშა მიამაგრეს.

იქამდე, პარლამენტის წინ შეკრებილმა პუტინისტებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 

2021 წლის 5 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ ღირსების მარშის კონტრაქციაზე დეკანოზი სპირიდონი ამბობდა: "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის".

 

კომენტარები