რუსული კანონი

გრეგოროვა ოცნებაზე: დასაახლოებლად ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვებს გვესვრით

საქართველოს დაახლოების 4-წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, რადგან ვიცოდი, რომ ეს მოქალაქეებს სურდათ, ახლა გაურკვევლობაში ვარ. როგორც ჩანს, რაც არ უნდა გავაკეთოთ, გახდება მიზეზი ღარიბაშვილისთვის, რომ დაგვადანაშაულოს ბოროტმოქმედებაში ან მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომ პირადად დაგვესხან თავს. 

ახლა, სწორი გადაწყვეტილების, უცხოური აგენტის კანონზე უარის თქმის შემდეგაც, თავმდაბლობას არ იჩენენ, პირიქით, დაიწყეს საშინლად მტკიცება, როგორ ცდილობდა ოპოზიცია ადამიანის მოკვლას მხოლოდ ქაოსის დასაწყებად. რომ ჩვენ ვართ უცხოური აგენტები, რომლებიც ვერევით.

საქართველოს მთავრობას მსურს შევახსენო ერთი რამ. ჩვენ აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ, თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, თქვენ ხართ მონდომებული, მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენთან დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვას გვესვრით. ასე რომ, თუ ევროკავშირთან დაახლოება იმისთვის გსურთ, რომ ქვები ახლო მანძილიდან გვესროლოთ, არ მგონია, რომ თანხმობა გვქონდეს. აირჩიეთ მხარე, ან ჩვენ უკვე არჩევანი აღარ ვიქნებით. 

თქვა ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ.

კომენტარები