რუსული კანონი

ივანიშვილის დეპუტატი EU-ის დროშის დაწვაზე: ეს იყო რადიკალიზმზე რადიკალური პასუხი

წინა დღეებში განვითარებული რადიკალიზმი და ექსტრემიზმი წარმოშობს ისევ რადიკალიზმს. დღეს ვიხილეთ საშინელი ფაქტი - ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს. ფაქტობრივად, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მისწრაფების სურვილი ფეხქვეშ გათელეს. ეს იყო რადიკალიზმზე რადიკალური პასუხი, რაც ასევე დაუშვებელია. რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. სხვათა შორის, ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა იმისთვის, რომ მსგავსი ეროვნული სიმბოლიკები კანონის შესაბამისად იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, ამასაც სამართლებრივი პასუხი გაეცემა, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად - ექსტრემიზმს ისევ ექსტრემიზმი მოჰყვა.

ამბობს ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, ეკა სეფაშვილი Post TV-ის ეთერში. 

კომენტარები