ჰოლივუდი

EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ფილმია

TV Insider

Everything Everywhere All At Once კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ფილმი გახდა. 

კინოსტუდია A24-ის სურათმა გადაასწრო ბეჭდების მბრძანებლის მესამე ნაწილს, რომელიც 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს.

აბსურდულმა მძაფრსიუჟეტიანმა კომედიამ გამოსვლიდან დღემდე 691 ნომინაცია და 336 ჯილდო მიიღო. შედეგი თითქმის ორჯერ აღემატება ბეჭდების მბრძანებელს, პიტერ ჯექსონის ფენტეზი ტრილოგიის დასკვნით ნაწილს 337 ნომინაცია და 213 ჯილდო აქვს მიღებული.

Everything Everywhere All At Once-მა მრავალ ჯილდოს შორის მიიღო 7 ოსკარი, აქედან 6 მთავარ კატეგორიებში(ფილმი, რეჟისურა, მსახიობები, სცენარი) რაც ოსკარების 95-წლიანი ისტორიაში პირველად მოხდა.

ოსკარების გარდა დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის სურათს მიღებული აქვს 2 ოქროს გლობუსი, ერთი BAFTA, ამერიკის რეჟისორთა, პროდიუსერთა, მსახიობთა, სცენარისტთა გილდიების ჯილდოები, Independent Spirit Awards-ის 7 ჯილდო.

კომენტარები