თავდაცვის კოდექსი

პრემიერი გირჩზე: ახალგაზრდებს ეუბნებიან, გასაბერი ეკლესიის წევრი გახდიო, ეს ტრაგედიაა

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა - ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციები, ვართ მეომარი ხალხი, ძლიერი ხალხი ვართ და ჩვენ არ გვინდა, ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, ისეთი, როგორიც აწარმოა გირჩმა - ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ გირჩის გამოწვევის დაძლევა. არ მოვერიდები ამის თქმას, ეს ანტიქართული მოვლენაა, ანტიქართული ფენომენია და ანტიქართული მოძრაობაა. როდესაც შენს ჯანსაღ, ყველაზე მაგარ წარმომადგენელს, ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ ჯარს თავი რომ დააღწიო, რომ არ ემსახურო შენს ქვეყანას, შენ გახდი ცრუ მღვდელმსახური და გახდი გასაბერი ეკლესიის წევრი, ბოდიშს ვიხდი ამ მკრეხელური სიტყვისთვის, ეს არის უბედურება, ეს ტრაგედიაა. 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა არის შეცდომილი. მათ ეუბნებიან, ჯარში არ წახვიდე და გახდი მღვდელმსახურიო, ეს ხომ უბედურებაა?! 

ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ახალ კოდექსზე იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები