ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ კანონის უკან გაწვევით ჩვენ მივიღეთ, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ აქ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანოს და მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვიცოდით მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება. შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ. ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასს, საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობასა და არა ომის პოლიტიკას.
tbl.ge/6ayc
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ფრიდი სანქციებზე: იზრდებოდა შეშფოთება, რომ ოცნება ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა
- სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
- პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
- დეგნანი რუსულ კანონზე: მიზანი ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება იყო
- ვოლსკი: აქციაზე არავინ გარდაცვლილა – მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს