რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ რუსეთიდან ალუმინისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

კანადამ რუსეთიდან ალუმინისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

მთავრობის უახლესი მონაცემებით, 2021 წელს ამ პროდუქტების იმპორტმა თითქმის $180 მილიონი შეადგინა.

Reuters-ის ინფორმაციით, კანადამდე, თებერვალში აშშ-მა რუსულ ალუმინზე 200%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო გასულ წელს ევროკავშირმა რუსული ფოლადის პროდუქტები სანქციების პაკეტში შეიტანა. 

"კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს. ასევე, მათ შემოიღეს ფასის ზედა ზღვარი ნავთობსა და გაზზე. ახლა კი ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ პუტინმა უკრაინაში ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით ვერ დააფინანსოს". - თქვა კანადის ვიცეპრემიერმა, კრისტია ფრილენდმა

კომენტარები