რუსული კანონი

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
Getty Images

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს:

"მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია.  გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს".

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს:

"ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრე გერმანიის პრეზიდენტს, შტაინმაიერს. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომასა და ქართველი ხალხის თავდადების მხარდაჭერას".

კომენტარები