დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე წარმატებული პროტესტი იყო. პროტესტი, რომელიც ქართველმა ხალხმა განახორციელა და გამარჯვებამდე ახალგაზრდებმა მიიყვანა. ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანების პროტესტი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო ინტერესებს, არამედ, ყველაზე დიდი "პარტიის", საქართველოსა და ჩვენი ევროპული მომავლის ინტერესებს უკავშირდებოდა. ამ ახალგაზრდებმა და ამ ადამიანებმა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრიეს. ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა დანგრეულია. ეს რეალობა მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა დაანგრია - განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირვით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია არა რუსულ კანონს. ამით ასევე ითქვა არა რუსულ მთავრობას და კი ევროპასა და ევროკავშირს.
tbl.ge/6awh
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 7,8 და 9 მარტს პარლამენტთან "რუსული" კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დღეს კი, 10 მარტს პარლამენტმა "რუსული" კანონი II მოსმენით ჩააგდო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმლევან ხაბეიშვილირუსული კანონიკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებქართული ოცნებახალხის ძალაბიძინა ივანიშვილი
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




