ქართულ ოცნებას მოუწია უკან დახევა. ეს არის მისთვის ძალიან მწარე გაკვეთილი, რომ არ უნდა წავიდეს არასდროს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როცა ეს ეხება ევროპულ არჩევანს. ეს არის ოპოზიციისთვისაც სურათი იმის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ევროპულ ოჯახში წევრობისთვის. ეს იყო თითოეული ადამიანის მოთხოვნა, ვინც იდგა ქუჩაში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ყურადღებით, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გაბედოს მომავალში ამ ტიპის ხრიკებით და რუსული კანონების პარლამენტში რეგისტრაციით, ქვეყნის რუსულ გზაზე შებრუნება. ამის მცდელობები იქნება, არავინ არ შეცვლილა და ქართული ოცნება უცებ გაკვეთილებს არ გაითავისებს. მაგრამ გავაფრთხილოთ ყოველ ჯერზე და ეს აქციები, რომლებიც იყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი გამოიარეს, გაზი და წყლის ჭავლი, მაგრამ ამან დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ ეს არჩევანი იყო მტკიცე და უნდა იყოს ფრთხილად. უნდა გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა, ამისთვის 12 პუნქტზე უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ხელი არ შეუშალოს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ.
tbl.ge/6aw0
დაკოპირდა
ამბობს რესპუბლიკელების დეპუტატი, ხათუნა სამნიძე. ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "რუსული" კანონი II მოსმენით ჩააგდო.
რესპუბლიკური პარტიაპარლამენტირუსული კანონიკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებხათუნა სამნიძე
ამავე თემაზე
- Borgia, Stooge, Munda Squire – ვის გასაღებთ იმედი აშშ-ის მწვავე კრიტიკოსებად
- გომელაური რუსულ კანონზე: ვეთანხმები და სწორია
- ლავროვი: დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია
- კრამონი კობახიძეს რუსულ კანონზე: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს
- ვოლსკი: რასაკვირველია, არა რუსულ კანონს