პარლამენტის ბიურომ რუსული კანონი პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. სხდომა 1 წუთსა და 45 წამს გაგრძელდა.
"მოგესალმებით კოლეგებო, შეგვიძლია, დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა, განსახილველ საკითხებში დაემატა კანონის პროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მეორე მოსმენით.
საორგანიზაციო საკითხებში ცნობას ვიღებთ მომართვას ინიციატორების კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ ამერიკული ფარას თარგმანს და ის გაწვეულია.
მეორე საკითხი - ცნობად ვიღებთ მომართვას ასევე ინიციატორების, რომ ეს პირველი კანონპროექტიც გაწვეულ იქნას და მესამე, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ასახულია მომართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, რომ უცხოელი გავლენის რეგისტრაციის შესახებ კანონის პროექტი საკომიტეტო განხილვის გარეშე პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი, ეს არის საკითხები, სხდომა დახურულია" - თქვა პაპუაშვილმა.





