რუსული კანონი

ლომჯარია ივანიშვილის დეპუტატებზე: ხალხის ძალამ უნდა დაირქვას სირცხვილი, ხალხის ძალა აქაა

ჩემი პირადი მოთხოვნაა, შეიცვალოს სახელი ხალხის ძალამ და დაირქვას ხალხის სირცხვილი. ხალხის ძალა ხართ თქვენ, ხალხის ძალა დგას აქ.

ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე აპირებენ, რომ გაშალონ ფრონტი, იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რომ თურმე რა კარგია რუსული კანონი, პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ უკეთესიო. ვერსად მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა.

თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციაზე მიმართვისას. 

კომენტარები