ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ კანონის არანაირი საჭიროება არ არსებობს და არც არავის უთხოვია ეს, NGO-ების ხელახლა რეგისტრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს და ამ კანონპროექტის წარდგენა და ამ ხალხისთვის მათ შორის ჩემთვისაც, უცხოელი აგენტის წოდება, რუსულ პოლიტიკას ძალიან ჰგავს. ჰგავს რუსულ პოლიტიკას, რადგან ხალხის სურვილის გამოხატვას ამ ფორმით პასუხობენ და ცდილობენ, ჩაახშონ პროტესტი. ეს ხალხი გამოვიდა პარლამენტთან მშვიდობიანად და ისინი გამოვიდნენ ერთადერთი მოთხოვნით, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნას უკან, რომელზედაც ვენის კომისია ისედაც იტყვის რომ არასაჭიროა.
ასე რომ, გაიგოს ხელისუფლებამ, რომ მისი ბოლო შანსია შეამციროს ის ნაპრალი საკუთარ მოსახლეობასთან, რომელიც დღითიდღე იზრდება. ასევე ბოლო შანსია, აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა. ასევე ბოლო შანსია, აჩვენონ, რომ მათი პროევროპულობა მხოლოდ სიტყვებით არ მტკიცდება.





