მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშა ეჭირა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რო ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისში გაისმა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.
არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს. დემოკრატიული წარმატება. ევროპული წარმატება.
ჩვენ გვინდა ევროკავშირში ყოფნა და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ეს არის ის, რასაც ყველა თავისუფალი ევროპული ერი იმსახურებს.
რუსული კანონი
ზელენსკი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველო EU-ს წევრი იყოს და ეს ასეც იქნება





