ევროპული საქართველო

TV იმედი იტყუება, თითქოს ბოკერია ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს – ევსაქები

სამთავრობო მედია იმედი ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას "ხელისუფლების დამხობის მოწოდებებში" ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერია როგორც დღეს გამოქვეყნებულ ხედვაში, ისე პირველ სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე, რეჟიმის დემოკრატიულად და მშვიდობიანად დასრულების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი იყოს არაძალადობრივი" - ამბობდა ბოკერია.

TV იმედს ევროპულმა საქართველომაც უპასუხა და განაცხადა, რომ "შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ სიტყვა დამხობას ბოკერია არასდროს იყენებს".

"რაც შეეხება რუსული რეჟიმის შეცვლას, დიახ, ეს არის ამოცანა და ჩვენ მას შევცვლით. მადლობა, რომ გვაშუქებთ" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები