რუსული კანონი

ოპოზიციაში უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი, გახარიას ვუცხადებ მორატორიუმს – ხაზარაძე

ძალიან მრცხვენია იმ ურთიერთობის, რომელიც ამ ხალხთან მქონდა. ამიტომ სერგეენკოს და ჩაჩიბაიას მინდა მადლობა გადავუხადო პრინციპულობისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვინმე სწორ რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, უნდა ვუთხრათ, რომ სწორია, მართალია. ასე შავი და თეთრი არ არსებობს. არსებობს სწორი პოზიცია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიიდან გააჟღერებს ამ სწორ პოზიციას. 

და ერთი მთავარი. ჩვენ ახლა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე. მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგალითად, კონკრეტულად გახარიას პიროვნებასთან და მის პოლიტიკასთან... არა პიროვნული, არამედ მისი პოლიტიკა, რომელსაც შეეწირა უამრავი კეთილდღეობა, კონკრეტულად ანაკლიის პორტი. აი, მე, მამუკა ხაზარაძე ვაცხადებ, რომ, ესე ვთქვათ, ვადებ მორატორიუმს იმ კითხვებს, რომლებიც მე ამ ადამიანთან მაქვს და ამ კითხვებს გავხსნი, როცა იქნება წინასაარჩევნო მარათონი. მანამდე, ყველას ერთად გადასარჩენი გვაქვს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა თუ ვერ გადავარჩინეთ და რუსეთში შეათრიეს, მაშინ ეს კითხვები აღარავის დასჭირდება და გაახსენდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამ კითხვებს მას არ დავუსვამ. თუმცა ახლა, ერთი წამით, ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ და ამ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგეთ, რათა ჩვენ სასწორზე საქართველოს ხვალინდელი დღე დგას.

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები მიეჩვიონ თავისი ამბიციების და პოზიციების დაქვემდებარებას სახელმწიფოებრივ საკითხებთან. ახლა ჩვენთან მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი წყდება. ამიტომ მე ამ მაგალითს ვიძლევი, სულ ამ მაგალითით ვცხოვრობ და გავაგრძელებ ამ მაგალითით ცხოვრებას. კიდევ ვიმეორებ, არანაირ კითხვებს არ ვხსნი და ვადებ მორატორიუმს.

თქვა ფორმულას ეთერში პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები