რუსული კანონი

ნანა ალექსანდრია: ბოროტება დამარცხდება ყველგან, სადაც თავისუფლებას დაიცავენ

სიძულვილის, ზღვარგადასული თავხედური ტყუილის და საქართველოს ღალატის გარდა, ოცნების ხელისუფლებამ არაფერი მოგვიტანა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე ასეთი სამარცხვინო, უცოდინარი, თაზეხელაღებული ხელისუფლება არ გვყოლია. ხელისუფლება, რომელიც ტრიბუნიდან დაგვცინის, რადგან ხალხთან ყალბია, გულწრფელი საუბარი არ შეუძლია და რუსეთის იარაღად ქცეული ყოვლად კორუმპირებული ფრიდონ ინჯიათი დაასრულებს თავის ძალაუფლებას…

უცოდინრობას, მტერი და მოყვარე რომ ვერ გაურჩევია, სამშობლოს ღალატამდე მიჰყავს, როგორც ყაველაშვილს დაემართა. სამწუხაროა!

ქართული კალათბურთი მსოფლიოს შეუერთდა, ძალიან გაგვახარეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე კი, რუსეთის გზას შეუერთდა. სამწუხაროა! 

ამ სირცხვილს, “რუსულმა” ოცნებამ რომ დამართა საქართველოს, ნამდვილი ხალხის ძალა ჩამორეცხავს.

სხვა გზა არ არის. ბოროტება დამარცხდება ყველგან, სადაც თავისუფლებას დაიცავენ.

ქართველი დიდოსტატი ნანა ალექსანდრია რუსულ კანონზე.

კომენტარები