რუსული კანონი

წილოსანი: სწორედ რომ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ევროპა ქვია

ადამიანებს, რომლებსაც აქ ქილიკის გარდა ქვა ქვაზე არ დაუდიათ და საკუთარი ნაჭუჭის გარდა არსად გაუხედავთ, თავიანთი ჭკუით მამუნათებენ და ითხოვენ, უფრო მეტი ვთქვა ევროპაზე, ვიდრე აქამდე გამიკეთებია და მითქვამს.

როგორ ხმამაღლაც არ უნდა ჟღერდეს, მინიმუმ 25 წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემი გაკეთებული საქმით, ყველა პროცესში ვემსახურებოდი იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დავახლოვებოდით ამ სტანდარტს და ღირებულებებს.

მაშინაც, როდესაც ზოგი შევარდანაძის ლეკვი იყო და მაშინაც, როდესაც მიშას გუნდრუკს უკმევდით და დღესაც, როდესაც (ძალიან ბანალურად შეიძლება ჟღერდეს) თითქოს არაფერი, მაგრამ არ შეგიძლიათ საკუთარი კომფორტიდან გამოსვლა და არ შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ იმ ადამიანების ინტერესები ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის, თქვენი დაცინვის მიუხედავად (“ისე როგორც ევროპაშია”), სწორედ რომ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ევროპა ჰქვია.

თქვენ არ ხართ ევროპა, ზუსტად თქვენ ხართ ფბ-ს წითელი ინტელიგენცია რომლებსაც არც სხვის აზრის მოსმენა შეგიძლიათ და არც სხვისი საჭოროებების გათვალისწინება.

წერს Facebook-ზე კრიტიკოსების საპასუხოდ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი და პოსტსკრიპტუმის სახით ურთავს Youtube ბმულს, სადაც გრიშა ონიანი ბადრი შუბლაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

კომენტარები