არ არსებობს არანარი „მისწრაფება“ ევროპისკენ საქართველოს მხრიდან.
საქართველო თავისი ქრისტიანული წარსულით არის უძველესი დროიდან ქრისტიანული ევროპის ნაწილი. ჩვენ არ ვირჩევთ ევროპას, არამედ უკვე ვართ მისი ნაწილი და ამის უამრავი ისტორიული არგუმენტი არსებობს მათთვის, ვინც წერა-კითხვა ოდნავ მაინც იცის.
რეალურად არსებობს არა საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ, არამედ ამ ისტორიული რეალობის აღმოფხვრის, წაშლისა და განადგურების მცდელობა, რომ ჩვენ უკვე ვართ ამ სივრცის ნაწილი. ანუ სახეზე გვაქვს გარედან არსებული ცხოველური ვნებით სავსე "მოსწრაფება" ჩვენდამი - ჩვენი კულტურისადმი, ჩვენი ნამდვილად "არაპოლიტიკური ქრისტიანული ღირებულებების" წინააღმდეგ ბრუტალური მტრობა.
ეს ახალი არაა, რომ დაირღვეს და წაიშალოს ის, რაც საქართველოს მოქალაქის იდენტობის ნაწილი იყო ოდითგანვე.
ჩვენ ასარჩევი, გასარკვევი და დასადგენი ამ საკითხში არაფერი გვაქვს.
საქართველოს მოქალაქე არასოდეს იბრძოდა ევროპული კონტინენტის წევრობისათვის, არამედ იბრძოდა ამ რეალობაში ორგანულად, ისტორიულად დამკვიდრებული პოზიციის შენარჩუნებისათვის, რაც მავანთათვის ომის, ბოროტებისა და ვანდალიზმის საფუძველი ხდებოდა.





