ძალიან რთული ღამე იყო ჩვენთვის, ძალიან რთულია გადაცემის დაწყება და მე, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, ნიკა წულუკიძესთვის არსებითად მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ტრადიციებსა და ევროპულ ღირებულებებზე და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როდესაც ამის ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა და იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი მომავალი თაობა უფრო ნათელ და ღირსეულ ცხოვრებას გააგრძელებენ ევროპულ საქართველოში.
tbl.ge/6arw
დაკოპირდა

თქვა იმედის დღის წამყვანმა, ნიკა წულუკიძემ გადაცემის დაწყებისას.
გუშინ, 7 მარტს, მას შემდეგ რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. დაახლოებით 01:30 საათზე სპრეცრაზმმა მათი ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშლა დაიწყო, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




