რუსული კანონი

"სერიოზულად შეშფოთებული ვართ ე.წ უცხოური აგენტების კანონის მიღებით" – ბალტიის ქვეყნები

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ედგარს რინკევიჩი და ურმას რეინსალუ საერთო განცხადებას ავრცელებენ საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების" შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ. 

განცხადების მიხედვით, აღნიშნული კანონის მიღება ბალტიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

"ჩვენ, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ უცხოური აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები". – წერენ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი 7 მარტს განეხილათ.

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. 

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ სამართალდამცველები დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებს ნაწილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები