ზოგადად, რაც შეეხება მაიდანს, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.
tbl.ge/6aqj
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, დაახლოებით, 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.
ირაკლი კობახიძერუსეთიუკრაინარუსული კანონიკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებქართული ოცნება
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




